მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო თბილისშია - ესპანელი ვეტერანი დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა საქართველოს დედაქალაქში. სტუმარს, "საბურთალოს" კლუბის ხელმძღვანელები: გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი კახა კაშია და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
მადრიდის "რეალის" ყოფილი ცენტრაულირ მცველი მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში "საბურთალოს" მოწვევით ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. მე და კლუბის გენერალური დირექტორი რამდენიმე კვირის წინ მადრიდში შევხვდით, სადაც საინტერესო საუბარი შედგა. გავეცნობი კლუბის ხედვას, რა გეგმები აქვთ მომავალში და როგორ აპირებენ განვითარებას, შევხვდები აკადემიის ხელმძღვანელს. დავესწრები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს თბილისური კლუბის მონაწილეობით. მექნება სხვა და სხვა საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, ამ ორ დღეს ნაყოფიერად გამოვიყენებთ", - განმარტა ფერნანდო იერომ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი "საბურთალოს" მოწვევითა და კლუბის უახლოესი ბიზნესმენი მეგობრის ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში. 21 ოქტომბერს დაგეგმილია ფერნანდო იეროსა და მას-მედიის წარმომადგენლების შეხვედრა.
www.fcsaburtalo.ge