ფეხბურთი

0:16 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის ზედიზედ მეოთხე წაგება: “ხელმძღვანელებს დაველაპარაკები”

შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა” თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ამჯერად “მერსინთან” სტუმრად 2:3 დამარცხდნენ და მე-11 ადგილზე არიან. შოთას გუნდი 0:3 აგებდა, მერე “მერსინი” 10 კაცით დარჩა და სხვაობა ერთ ბურთამდე შემცირდა.
არველაძის მატჩისშემდგომი სიტყვები თურქულ გამოცემა Haber-ს მოჰყავს: “ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ, მაგრამ უნდა დავჯდე ხელმძღვანელებთან და ვისაუბრო”.
პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” შინ “ზაგლებიესთან” 0:0 დაასრულა და მეორე ადგილზეა. დვალიშვილი 52-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
რუსეთის პრემიერლიგაში “მორდოვიამ” სტუმრად “როსტოვთან” 2:3 წააგო და ბოლო საფეხურზეა. “მორდოვიაში” არ უთამაშიათ ნუკრი რევიშვილსა და მამუკა კობახიძეს – სათადარიგოებში იყვნენ.

0.114614