იტალიური “მილანი” ფრანგული პსჟ-ს ბრაზილელი მცველით, მაქსველით გეგმავს გაძლიერებას.
Sport Mediaset-ის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2016 წლის ზაფხულში, როდესაც მის კონტრაქტს ვადა გაუვა, პარიზულ კლუბს დატოვებს.
თავის მხრივ, მილანელები ცდილობენ მაქსველს თანამშრომლობა მანამდე შესთავაზონ, სანამ მას სხვა კლუბების წარმომადგენლები დაუკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი კარიერის ევროპის ფარგლებს გარეთ გაგრძელებას არ გამორიცხავს.
მაქსველმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 8 და ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა.