ფეხბურთი

1:09 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დერბი დ'იტალიამ უგოლოდ ჩაიარა (+VIDEO)

გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. “დიდი იტალიური დერბი” უგოლოდ დასრულდა, რამაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერად ისევ ფლორენციის “ფიორენტინა” დატოვა. რაც შეხეება თავად “ინტერისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირებას, იგი ძირითადად ბრძოლაში გაილია და რეალური საგოლე მომენტები თითქმის არც შექმნილა. მცირე უპირატესობას, განსაკუთრებით მეორე 45 წუთში “იუვე” ფლობდა და ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან სამი ხედირა გახლდათ, თუმცა "ნერაძურის" მშველელად ძელი მოევლინა, სტუმრები კი ერთ ეპიზოდში გაშვებულ გოლს ხარიხამ გადაარჩინა, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მწვანე მინდორზე ხდებოდა, თანაც სამართლიანია.

“ინტერს” უკვე ზედიზედ მოუგებელი სამი შეხვედრა დაუგროვდა, “ბებერი ქალბატონი” კი მიმდინარე სეზონში უსიამოვნო ტრადიციას ვერ არღვევს: საქმე ისაა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს სერია A-ში მიჯრით ორი მატჩი ჯერ არ მოუგია... შედეგიც სახეზეა, “იუვეს” 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-14 ადგილზეა...

დიდ იტალიურ დერბამდე კი “ნაპოლიმ” “იუვესა” და “მილანის” ძლევის შემდეგ იგივე ბედს “ფიორენტინაც” აზიარა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახნსა, ვინაც ბოლო სამ მატჩში თავი მეოთხედ გამოიჩინა. ინსინიეს კი ასისტენტობა კაპიტანმა ჰამშიკმა გაუკეთა, რომლის ჩინებული გადაცემის შემდეგ იტალიის ნაკრების ფორვარდმა ერთი შეხბეით გაიტანა. არანაკლებ ლამაზი საგოლე პასი შეასრულა ფლორენციელმა იოსიპ ილიჩიჩმა. სლოვენილემა ბურთი ერთი შეხებით ნეაპოლელთა დაცვას თავზე გადაავლო და ნიკოლა კალინიჩმაც ერთი შეხებით გაიტანა. თუმცა, ორი წუთის მერე ამ ეპიზოდის გმირმა ილიჩიჩმა საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგა და გონსალო იგუაინს გამარჯვების გოლის გატანაში ხელი ვეღარ შეუშალა.

ზედიზედ სამი გამარჯვების მერე ისევ წააგო რომის “ლაციომ”. როგორც ჩანს, “არწივებისთვის” წლეულს აქილევსის ქუსლი არასტაბილური თამაში იქნება. დედაქალაქელები რეჯიო ემილიაში ჩავიდნენ და “სასუოლოსგან” თავიდან ორი გოლი გაუშვეს. ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონის გაქვითული ერთი ბურთი კი თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა.

“ჯენოამ” ძალზე საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში “კიევოს” აჯობა. ვერონელები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ 16 წუთის შემდეგ წინ უკვე “ჯენოა” იყო. თამაშის დასარულს ვეტერანმა სერჯო პელისიერიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბერძენმა ტაკჩიდისმა, რომელიც მოედანზე 3 წუთის შესული გახლდათ, სამი ქულა გენუელებს მოუტანა.

“ჯენოასგან” განსხვავებით წააგო “სამპდორიამ”, რომელიც “ფროზინონესთან” გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. ვალტერ ძენგას შეგირდებს შეუძლიათ, ერთი თამაში ნებისმიერ მეტოქესთან უმაღლეს დონეზე ჩაატარონ, ხოლო მეორეში უსახელოდ წააგონ...

“ბოლონია” – “პალერმო” 0:1 (0:1) (VIDEO)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-2-3-1): მირანტელ ფერარი (ფალკო 85), როსეტინი, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი (დონსა 59), დიავარა; რიცო, ბრიენცა, მუნიერი (მანკოსუ 69); დესტრო

მწვრთნელი: დელიო როსი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, მარესკა, ჰილიერმაკი (ჩოჩევი 53), ლაზაარი (დაპრელა 81); ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლი: 0:1 ვასკესი (23)

გაფრთხილება: რიცო (74) – ჰილიერმაკი (46), სტრუნა (66), რისპოლი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 5 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ატალანტა” – “კარპი” 3:0 (2:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, სტენდარდო, დრამე; გრასი (კარმონა 83), დე რუნი, ჩიგარინი (კურტიჩი 69); მორალესი, პინილია, გომესი (დ’ალესანდრო 76)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“კარპი” (3-5-1-1): ბელეჩი; ძაკარდო, ბუბნიჩი, გალიოლო; ლეტიცია (უოლასი 73), ფედელე (ლასანია 55), კოფიე, ლაძარი, გაბრიელი; მატოსი; ბორიელო

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

გოლები: 1:0 პინილია (8), 2:0 გომესი (43), 3:0 ჩიგარინი (63, პენ)

გაფრთხილება: გრასი (64) – ფედელე (36), ჯოფიე (53), ბუბნიჩი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 12 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ფროზინონე” – “სამპდორია” 2:0 (0:0)

ფროზინონე, “სტადიო მატუზა”

მაყურებელი: 8 000

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; პაგანინი, გუჩერი (გორი 82), ჩიბსა, სოდიმო (სამარკო 68); დიონისი (კარლინი 86), ჩიოფანი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; პერეირა, მოისანდერი, ძუკანოვიჩი (კასანი 83), რეჯინი; კარბონერო, სორიანო, ივანი (კორეა 65); კასანო; მურიელი (როდრიგესი 84), ედერი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

გოლები: 1:0 პაგანინი (54), 2:0 დიონისი (55)

გაფრთხლილება: ბლანჩარდი (20), დიონისი (77) – ძუკანოვიჩი (16), ივანი (41), მოისანდერი (78), კარბონერო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 21 (4) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 8:12 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ჯენოა” – “კიევო” 3:2 (2:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 19 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, ბურდისო, იცო; რინკონი, ტინო კოსტა (ნ’ტჩამი 78), დზემაილი, ლაქსალტი; პეროტი (ტაკჩიდისი 88), გაკპე (სისოხო 57), პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; მატიელო, გამბერინი, ცეზარი, გობი; რიგონი, ჰეტემაი (პეპე 63), კასტრო; ბირსა; პალოსკი (პელისიერი 73), მეჯორინი (ინგლეზე 86)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 პალოსკი (1), 1:1 პავოლეტი (13), 2:1 გაკპე (17), 2:2 პელისიერი (77), 3:2 ტაკჩიდისი (90)

გაფრთხილება: დზემაილი (49, 54), დე მაიო (56), ტაკჩიდისი (90) – კასტრო (33), პეპე (79)

გაძევება: დზემაილი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 21 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ნაპოლი” – “ფიორენტინა” 2:1 (0:0) (VIDEO)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 33 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (დავიდ ლოპესი 90), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 61, ელ კადური 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (ბაბაკარი 78), როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი, ბადეი, ვესინო, მარკოს ალონსო (რონკალია 55); ბორხა ვალერო, ბერნარდესკი (ილიჩიჩი 52); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 ინსინიე (46), 1:1 კალინიჩი (73), 2:1 იგუაინი (75)

გაფრთხილება: ჟორჟინიო (29), კულიბალი (63), ელ კადური (90) – ბადეი (24), ასტორი (45), რონკალია (66), როდრიგესი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ლუკა ბანტი

“სასუოლო” – “ლაციო” 2:1 (1:0) (VIDEO)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი (ლარიბი 71), მანიანელი, მისიროლი; ბერარდი (ტერანოვა 82), ფალჩინელი (დეფრელი 71), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი (კეიტა 46), კატალდი; კანდრევა (კიშნა 77), სერგეი, ანდერსონი; კლოზე (მატრი 65)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ბერარდი (7, პენ), 2:0 მისიროლი (60), 2:1 ანდერსონი (67)

გაფრთხილება: სანსონე (44) – ლულიჩი (7), სერგეი (20), კატალდი (75, 90), მაურისიო (85)

გაძევება: კატალდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 12 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკო გუიდა

“ვერონა” – “უდინეზე” 1:1 (1:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი:

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სალა, მორასი, მარკესი, სუპრაიენი; გრეკო (იონიტა 87), მატუზალემი (პიზანო 56), ჰალფრედსონი; სილიგარდი (ჰელანდერი 75), პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე (ვიდმერი 75); ედენილსონი, იტურა (ტერო 55), ლოდი, მარკინიო (ბადუ 63), ალი ადნანი; ბრუნო ფერნანდესი; დი ნატალე

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 პაცინი (41, პენ), 1:1 ტერო (84)

გაფრთხილება: მარკესი (53), ჰალფრედსონი (74) – ვაგუე (40), ფელიპე (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ინტერი” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0) (VIDEO)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 79 154

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟუან ჟესუსი; მედელი (კონდოგბია 90), ფელიპე მელო (გუარინი 64), ბროჟოვიჩი; პერიშიჩი; იკარდი, იოვეტიჩი (პალასიო 90)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; მორატა (მანჯუკიჩი 71), ძაძა (დიბალა 78)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გაფრთხილება: ფელიპე მელო (8), ბროჟოვიჩი (78), მირანდა (90) - მარკიზიო (7), ხედირა (11), ძაძა (16), ევრა (60), კიელინი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 10 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.244269