ფეხბურთი

1:23 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" მეორეა, დანიელე ბაზელი კი შეუჩერებელი (+VIDEO)

“ტორინოს” 22 წლის ნახევარმცველ დანიელე ბაზელიზე იტალიაში დიდ იმედს აქამდეც ამყარებდნენ, მაგრამ ეს ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბოლომდე გაიხსნა და საოცარ ფორმაშია. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრს თავის დროზე “იუვენტუსი” და “მილანიც” უტრიალებდნენ, მაგრამ ზაფხულში იგი “ატალანტადან” სწორედ “ტორინოში” აღმოჩნდა და... “მილანთან” მატჩის 73-ე წუთზე ანდრეა ბელოტისგან ჩინებული პასი მიიღო, რის შემდგომაც დიეგო ლოპესს ახლო კუთხეში გაუტანა. ეს ბაზელისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე გოლია, რაც ცენტრალური ნახევარმცველისთვის ჩინებული შედეგია. თანაც, წლევანდლამდე დანიელეს სერია A-ში 51 მატჩში ოდენ 2 გოლი გაეტანა და ახლა უკვე 4-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. ასე თუ გააგრძელებს, შორს არ იქნება ის დღე, როცა ანტონიო კონტე “სკუადრა აძურაში” უხმობს... “მილანი” კი 63-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარლოს ბაკამ დააწინაურა, ვინც მოედანზე ახალი შესული გახლდათ, თუმცა “როსონერიმ”, როგორც ზემოთ ამოიკითხეთ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

ამასობაში კი, “რომამ” მეორე ადგილზე გადაინაცვლა. “ჯალოროსიმ” შინ “ემპოლის” ადვილად აჯობა – 3:1. უგოლო პირველი ტაიმის მერე, თავისი სიტყვა მირალემ პიანიჩმა თქვა. ბოსნიელმა ჯერ შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა (მესამე მიმდინარე სეზონში), შემდეგ კი კუთხურიდან დანიელე დე როსის საგოლედ უპასა. “რომას” ვიცე კაპიტანს თავის მხრივ ღირსშესანიშნავი დღე ჰქონდა: დე როსიმ ამ შეხვედრაში “რომას” მაისური მეხუთასედ მოირგო და იუბილე გოლითაც აღნიშნა. მესამე გოლი ჟერვინიოს კარგი თამაშის დამსახურებაა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა ადვილად გაიტანა. ბუჩელის გოლი კი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა. სტუმართა შორის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, მომდევნო ტურში თამაში უნდა შეძლოს.

“რომა” – “ემპოლი” 3:1 (0:0) (VIDEO)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 40 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ტოროსიდისი, მანოლასი, კასტანი, დინიე; ფლორენცი (ვანკიერი 80), დე როსი, პიანიჩი (უჩანი 68); სალაჰი, ჟერვინიო, იაგო ფალკე (ნაინგოლანი 55)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ტონელი, ბარბა, მარიო რუი; ბუჩელი, დიოუსე, პარედესი (მაიელო 68); კრუნიჩი (ლივაია 61); პუჩიარელი, მაკარონე (პიუ 79)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 პიანიჩი (56), 2:0 დე როსი (59), 3:0 სალაჰი (70), 3:1 ბუჩელი (75)

გაფრთხილება: პიანიჩი (37) – დიუსიე (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ტორინო” – “მილანი” 1:1 (0:0) (VIDEO)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 15 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა (ბელოტი 72), აკქუა, გაცი (ვივესი 46), ბაზელი, მოლინარო; მაქსი ლოპესი, კვალიარელა (ბენასი 80)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა (პოლი 86), მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჩერჩი (ჰონდა 88), ლუის ადრიანო (ბაკა 53), ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ბაკა (63), 1:1 ბაზელი (73)

გაფრთხილება: ბაზელი (20), გლიკი (42), ბოვო (75) – კუჩკა (13), ბონავენტურა (52), რომანიოლი (80), დიეგო ლოპესი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 6 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.199014