ფეხბურთი

18:13 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო “საბურთალოს” ესტუმრება

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევით თბილისს რამდენიმე დღით ეწვევა.

თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იერო “საბურთალოს” ინფრასტრუქტურას და მეთოდიკას გაეცნობა და 21 ოქტომბერს “საბურთალოსა” და დანიურ “მიდტიულანდს” შორის გასამართ ახალგაზრდული ლიგის მატჩს დაესწრება. იგეგმება მისი შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთანაც.

ერთი თვის წინ მადრიდში სამუშაო ვიზიტით მყოფი “საბურთალოს” გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ფერნანდო იეროს შეხვდა და მაშინ გადაწყდა ესპანელის თბილისში ჩამოსვლა.

ფერნანდო იერომ შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა, 2007-2011 წლებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მომდევნო ერთი წელი “მალაგას” დირექტორი იყო, 2014 წელს კი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122625