ფეხბურთი

19:02 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონს” “ტულუზასთან” მატჩის გადადებაზე უარი უთხრეს

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ “ლიონის” თხოვნა ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრის ორი დღით გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა და “ტულუზასთან” თამაში წინასწარ დაგეგმილ დროს, 23 ოქტომბერს გაიმართება.

ლიონელების 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაში სანქტ პეტერბურგის “ზენიტთან” უწევთ დაპირისპირება და სურდათ ეროვნული ჩემპიონატის მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა ფრანგული ფეხბურთის თავკაცებმა კლუბის პოზიცია არ გაიზიარეს, რასაც “ლიონი” სპორტული სამართლიანობის პრინციპების უგულვებელყოფად აფასებს:

“ეს გადაწყვეტილება სპორტული სამართლიანობის პრინციპებისადმი სრული გულგრილობის გამოვლენაა. “ზენიტთან” მატჩის შემდეგ მოსამზადებლად სამი დღეც კი არ გვრჩება. ვერ ვხედავთ მიზეზს თუ რატომ იყო შეუძლებელი “ტულუზასთან” თამაშის კვირისთვის გადატანა” – აღნიშნულია “ლიონის” ოფიციალურ განცხადებაში.

თეგებილიონილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123151