სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელ მცველ დომენიკო კრიშიტოს სამშობლო მოენატრა და იტალიური პრესის მტკიცებით, უახლოეს პერიოდში სერია ა-ში დაბრუნებას გეგმავს.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მარცხენა მცველმა მენჯერებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ სეზონის ბოლოსთვის მას ახალი კლუბი მოუძებნონ.
კრიშიტოს აპენინებზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ზაფხულში მისით დაინტერესებას “ინტერი”, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” გამოხატავდნენ.
დომენიკო რუსეთში 2011 წლიდან თამაშობს და “ზენიტმა” მისი კონტრაქტი “ჯენოასგან” 15 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ფეხბურთელი ვარაუდობს, რომ სერია ა-ში რეგულარული თამაში, მის ეროვნულ გუნდში მოხვედრის და შესაბამისად, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსებს აამაღლებს.