ნეიმარ სანტოსმა თავისი შვილის მიმართ “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა. “ბარსელონას” ფეხბურთელის მამის განცხადებით, ინგლისურმა კლუბმა “ბლაუგრანას” სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” უარი მიიღეს.
“ბარსელონას” ზაფხულში შეთავაზება მიუვიდა და კლუბმაც გვითხრა, რომ ნეიმარის გაყიდვას არ აპირებდა. ხელმძღვანელობამ აგრეთვე გვკითხა თუ ვიყავით “მანჩესტერის” შემოთავაზებით დაინტერესებულნი, ჩვენ კი ამ საქმის განხილვას არც ვაპირებდით. “ბლაუგრანა” ნეიმარს არ გაყიდის, ჩემ შვილს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.” – ციტირებს Boa Tarde Fox ნეიმარ სანტოსის სიტყვებს.
ჯერჯერობით უცნობია “მანჩესტერს” ნეიმარის ყიდვა რამდენ მილიონ ევროდ სურდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.