ფეხბურთი

0:19 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადურისმა “ბილბაოსთან” გაახანგრძლივა

ესპანელმა თავდამსხმელმა არიც ადურისმა ბილბაოს “ატლეტიკთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2017 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

34 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, თანაგუნდელებს კი ორჯერ გაატანინა. “ვალენსიადან” “ბილბაოში” დაბრუნების შემდეგ ესპანელმა 235 მატჩში გულშემატკივრები 96-ჯერ გაახარა.

0.121346