ტურინის “იუვენტუსის” მცველი მარტინ კასერესი ისევ დაშავდა. “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი მომდევნო 15 დღის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.
კასერესმა ტრავმა ურუგვაისა და კოლუმბიის მატჩში თანაკლუბელ ხუან კუადრადოსთან შეჯახებისას მიიღო, რის შემდგომაც ორივე დაშავდა.
მიმდინარე სეზონში ეს კასერესისთვის პირველი ტრავმა არ გახლავთ. აქამდე სამხრეთამერიკელს ლაზარეთში ყოფნა ერთი თვე მოუწია, რის გამოც იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა.