“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი “როსონერის” ამჟამინდელ დამრიგებელს სინიშა მიხაილოვიჩს ენდობა და სწამს, მის კლუბში სერბი სპეციალისტის მუშაობა წარმატებული იქნება. ამის თაობაზე ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
ბერლუსკონის აზრით, მიხაილოვიჩი დიდი ტაქტიკური განსწავლულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ფეხბურთელებთან სათანადოდ ურთიერთობა და მათი მოტივირება შეუძლია. სინიორ სილვიოს სურს, რომ “მილანი”ისეთივე თამაშს უჩვენებდეს მაყურებელს, როგორც ამას “ბარსელონა” და “ბაიერნი” აკეთებენ.
სერია A-ს 7 ტურის შემდეგ “მილანი” 9 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა. ბოლო ტურში “როსონერის” საკუთარ “სან სიროზე” “ნაპოლისთან” 0:4 შერცხვა, მომდევნო კალენდარულ შეხვედრას კი 17 ოქტომბერს ტურინში, “ტორინოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.