სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 24-30 ოქტომბერს, უნგრეთში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში იასპარეზებს და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის გარდა, მეტოქეებად რუმინეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრებები ეყოლება.
ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში 21 ოქტომბერს, გამთენიას, 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. მანამდე კი, „ბასაზე“ 20 ფეხბურთელი ემზადება:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)
მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“)
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა სილაგაძე („დინამო“ თბილისი)
საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი, ასეთია:
24 ოქტომბერი
15:30 - საქართველო vs სლოვაკეთი
26 ოქტომბერი
15:30 - რუმინეთი vs საქართველო
29 ოქტომბერი
15:30 - საქართველო vs უნგრეთი
სფფ-ის პრესსამსახური