კალათბურთი

12:00 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის მონაწილე მერვე გუნდის ვინაობა დღეს გაირკვევა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ორ დღეზე ცოტა ნაკლები რჩება, მაგრამ სუპერლიგის მონაწილე მერვე გუნდის ვინაობა მაინც უცნობია. გამორიცხული არაა ეროვნული ჩემპიონატი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას’’ გარეშე დაიწყოს, რომელსაც 2015-16 წლების სეზონში მონაწილეობის სურვილი ჯერაც არ გამოუთქვამს.

როგორც worldsport.ge-სთან საუბრისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, თუკი „შსს აკადემია“ ვერ შეძლებს 2015-16 წლების სეზონში სუპერლიგაში მონაწილეობას, მას ,,ა’’ ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, სუპერლიგის მონაწილე მერვე გუნდის ვინაობა 15 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 2014-15 წლების ,,ა’’ ლიგა ,,არენამ’’ მოიგო, რომელიც სუპერლიგის გადასასვლელ დაპირისპირებაში ,,ოლიმპთან’’ დამარცხდა და სუპერლიგის საგზური ვერ მოიპოვა. ახალი სეზონის დაწყების წინ ,,არენა’’ და ,,ა’’ ლიგის შესარჩევი ეტაპის მონაწილე ,,აკადემია’’ გაერთიანდა და ამ უკანასკნელის სახელით ფუნქციონირებს. ამრიგად, თუ ,,შსს აკადემიამ’’ სუპერლიგაში გამოსვლა ვერ მოახერხა, მის ადგილს ,,აკადემია’’ დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115352