ქართველმა ჩოგბურთელებმა სოფო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებული სტარტი აიღეს ავსტრიის ქალაქ ლინცში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 226 728 ევროა.
Generali Ladies Linz-ის წყვილთა გათამაშების საწყის რაუნდში შაფათავამ და კალაშნიკოვამ მძიმე ბრძოლაში “უაილდ ქარდის” მქონე ერმანელ ანიტა ბეკს და ავსტრიელ ტამირა პაშეკს 6:0, 5:7, 10:5 სძლიეს და 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.
მეოთხედფინალში ქართველ გოგონათა პირისპირ მე-2 განთესვის მქონე ჩეხები – ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადეცკა დადგებიან, რომელთაც აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილს და რუმინელ რალუკა ოლარუს 6:0, 7:6 (7:4) სძლიეს.