ფეხბურთი

23:13 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედოს ოცნების გუნდი

“ვალენსიას” თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ Goal.com-თან საუბრისას თავისი ოცნების გუნდი დაასახელა.


30 წლის ფორვარდმა, მისთვის იდეალურ თერთმეტეულში სამი თანამემამულე და ამდენივე ბრაზილიელი შეიყვანა, ორი მოთამაშე არგენტინელია, ხოლო თითო ფეხბურთელი გერმანიას, პორტუგალიასა და საფრანგეთს წარმოადგენს.


ალვაროს ოცნების გუნდი ასე გამოიყურება:


მეკარე: იკერ კასილასი (ესპანეთი).
მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), კარლეს პუიოლი, სერხიო რამოსი (ორივე - ესპანეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია).
ნახევარმცველები: ფერნანდო რედონდო, ლიონელ მესი (ორივე - არგენტინა), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი).
თავდამსხმელები: ნეიმარი, რონალდო (ორივე - ბრაზილია), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119956