კალათბურთი

22:00 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სოხუმმა“ ორი ლეგიონერი დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე "სოხუმმა" ორი ამერიკელი - გამთამაშებელი ფილიპ მილერი და მეორე ნომერი მეთიუ გლოვერი დაიმატა. ამის შესახებ,"მსოფლიო სპორტთან” საუბარში "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალი 2015-2016 წლების სეზონის წინ "სოხუმი" თითქმის მთლიანად შეიცვალა. გუნდმა ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ სამი კალათბურთელი - დიმიტრი დვალიშვილი, გიორგი კვეტენაძე და გიორგი ჯგერენაია დაიტოვა, ლეგიონერების აყვანამდე კი. ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია, გივი ბაქრაძე და სერგო ათუაშვილი დაიმატა.

0.120094