ფეხბურთი

13:21 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაული კარიერის დასრულებას ნოემბერში აპირებს

AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალის” და “შალკეს” ყოფილ ფეხბურთელ რაულ გონსალესს კარიერის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში სურს. ესპანური გამოცემა იუწყება, რომ “ნიუ იორკ კოსმოსის” 38 წლის თავდამსხმელს ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება უნდა.

რაული ამერიკულ გუნდში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ესპანურ გრანდში თავდამსხმელმა 741 შეხვედრაში თავი 323-ჯერ გამოიჩინა, ხოლო გერმანულ გუნდში – 40-ჯერ.

0.109672