მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც მხოლოდ ჩოგბურთის თამაშით ერთ სეზონში 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
2015 წელს ჯოკოვიჩმა 13 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, აქედან 12 ტურნირზე ფინალში ითამაშა და 8 ტიტული მოიპოვა.
სეზონის დასრულებამდე პარიზის, ბეიჯინგის და წლის შემაჯამებელი ტურნირები დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს ნოლეს შემოსავალი კიდევ გაიზრდება.
ნოვაკს კარიერის განმავლობაში 87 მილიონი ამერიკული დოლარს აქვს გამომუშავებული. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე როჯერ ფედერერია 94 მილიონი დოლარით.