ალბანური და სერბული პრესა წერს, რომ ალბანელებმა 2 მილიონი ევრო გადაუხადეს სომხურ მხარეს, რათა 2016 წლის ევროშესარჩევის ბოლო ტურის მატჩი დაეთმოთ. შეხვედრა ერევანში გაიმართა და ალბანეთმა სომხებს 3:0 მოუგო, რითაც პირდაპირ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო რომ ვერ მოეგოთ, გადიოდა დანია და ალბანეთი ფლეი-ოფში ითამაშებდა.
ყველაზე მეტად ამ მატჩის შედეგმა დანია აზარალა, თუმცა დანიური პრესა არაფერს წერს.
აი, რას ამბობს სომხეთის ნაკრების მეკარე გევორქ კასპაროვი Armtimes-თან: "უაზრო ლაპარაკია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ორი ქვეყანა ერთმანეთს ებრძვის, ჩვენ კი რატომ გვაბრალებენ რაღაცას, ვერ გამიგია. აბსურდია".
ვანო ხუციშვილი