ფეხბურთი

14:34 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივს” ესპანელი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “ლოკომოტივს” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. “რკინიგზელებს” ამიერიდან ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულენი გაწვრთნის, რომელმაც ვასილ მაისურაძე შეცვალა. ამის შესახებ “ლოკომოტივის” ვებგვერდი იუწყება.

მულენისთვის “ლოკომოტივი” და საქართველო უცხო არაა, ის 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე ჯერ თბილისურ კლუბში მუშაობდა, მერე კი 2013 წლის ბოლომდე ქუთაისის “ტორპედოს” წვრთნიდა. ესპანელი ბოლოს ყატარულ “ლექვიაში” ცნობილი დანიელი მწვრთნელის მიქაელ ლაუდრუპის თანაშემწე იყო და გასულ სეზონში ყატარის ჩემპიონიც გახდა.

“ლოკომოტივმა” ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საგურამოს ბაზაზე პირველი ვარჯიში დღეს დილით უკვე ჩაატარა. “ლოკომოტივს” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება მაისურაძეს, იგი მუშაობას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერად გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105579