ფეხბურთი

13:27 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში სლუცკის ენდობიან

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის შენარჩუნება სურს და მას ახალ კონტრაქტს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე სთავაზობს. სლუცკის, რომელიც ნაკრების პარალელურად მოსკოვის ცსკა-შიც მუშაობს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულ გამოსვლას უფასებენ. სამაგიეროდ, ლეონიდმა უნდა გადაწყვიტოს ორივე სამსახურში დარჩება თუ მხოლოდ ნაკრებში გააგრძელებს მოღვაწეობას. როგორც რუსული მედია იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციას სლუცკის შენარჩუნება ყველანაირ ფასად უღირს და ცსკა-ში მუშაობასაც არ დაუშლის.

ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი ფაბიო კაპელო შეცვალა, რის შემდგომაც რუსეთმა შესარჩევში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და საფრანგეთში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.128673