ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც გასულ კვირაში ყაზახურ შიმკენტში 15-ათასიანი ტურნირი მოიგო, კიდევ ერთ ანალოგიურ შეჯიბრში ჩაერთო.
მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უზბეკი ოდილ აკრამოვი იოლად, 6:3, 6:0 დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჰოლანდიელი როი დე ვალკი იქნება.
შეჯიბრში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში ჰოლანდიელ პოლ მონტობანთან 6:4, 3:6, 0:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და ცივაძემ ყაზახებს – ჩემბოტაიევს და მამირს 6:3, 7:5 სძლიეს და მეოთხედფინალში ხსენებულ ჰოლანდიელებს – დე ვალკს და მონტობანს გაეჯიბრებიან.