ტურინის “იუვენტუსის” შვეიცარიელი მცველი სტეფან ლიხშტაინერი ვარჯიშს სამ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება. 31 წლის ლიხშტაინერმა ორი კვირის წინ გულზე წარმოქმნილი პრობლემების გამო ოპერაცია გაიკეთა.
სტეფანმა დღეს კლინიკაში ხელახალი გამოკვლევა ჩაიტარა და სწორედ ამის შემდგომ დადგინდა, რომ მწვანე მინდორზე დაბრუნებას 20 დღის შემდეგ შეძლებს.
შვეიცარიელი განაპირა მცველი “იუვეში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მიიჩნევა.