ფეხბურთი

18:41 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი: “ქართველებს ორი ფეხბურთელის მოტყუება არ უჭირდათ”

გერმანიის ნაკრებმა საქართველო 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა, თამაშამდე ბევრი ალემანებისგან გაცლებით ადვილ გამარჯვებას ელოდა. როგორც მატჩის შემდგომ “ბუნდესნაკრების” მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, მის გუნდს შეტევაში უკეთესი თამაში მართებს.

“ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნებოდა ყველაფერი რომ გამოდიოდეს. თავდასხმაში უკეთესად თამაში და საგოლე მომენტების გამოყენება გვმართებს. ვიცოდი, რომ ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები იყვნენ, ეს თამაშამდე მთავარმა მწვრთნელმაც გვითხრა. რამდენიმე მომენტში ისინი ორ-სამ მოთამაშეს ადვილად ატყუებდნენ”, - თქვა ჰუმელსმა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში თვითონ მატს ჰუმელსიც არაერთხელ დარჩა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისგან მოტყუებული...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116531