ფეხბურთი

10:56 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი: დეშამი პოზიტიურ დინამიკას ამჩნევს, ანჩელოტი ფავორიტად თვლის

ევრო2016-ის მასპინძელი საფრანგეთი შესარჩევი მატჩებისგან თავისუფალია და ტეს-შეხვედრებით განაგრძობს მომავალი წლის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირისთვის მზადებას. სამფეროვნებმა ამჯერად დანიის ეროვნულ გუნდს კოპენჰაგენში ესტუმრნენ და 2:1 დაამარცხეს.

“მაყურებელს სანახაობრივი ფეხბურთი ვუჩვენეთ, თუმცა ჩვენი გულშემატკივარი მატჩის ბოლოსკენ ვანერვიულეთ. იმის მაგივრად, რომ მესამე გოლი გაგვეტანა, დანიელებს ანგარიშის სხვაობის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მივეცით. ბოლო 2 შეხვედრაში ბევრი ცვლილება განვახორციელე. ჩვენი ნაკრების ნებისმიერი მოთამაშე ყოველთვის მზად უნდა იყო მინდორზე გასასვლელად და მაღალი დონის ფეხბურთის საჩვენებლად. მიხარია, საფრანგეთის ნაკრებს პოზიტიური დინამიკა რომ აქვს”, - სამფეროვანთა მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის მატჩისშემდგომი კომენტარი პორტალ Goal-ს მოჰყავს.

საფრანგეთის ნაკრების თამაშს კარლო ანჩელოტიც გამოეხმაურა და ევრო2016-ის ფავორიტად მიიჩნია: “საფრანგეთი საკუთარ მინდვრებზე იასპარეზებს და ამ გუნდის პოტენციალის გათვალისწინებით ტურნირის მოგების კარგი შანსიც აქვთ. მათ ხომ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ მატუიდის, ბენზემას, ვარანის და სხვათა სახით, ამასთან ტრიბუნების აქტიური მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ. ფრანგების უმთავრეს კონკურენტებად გერმანიას და ესპანეთს ვთვლი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119031