ფეხბურთი

19:20 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი და პლატინი მკაცრი სასჯელის მოლოდინში არიან

The Mail Sunday-ის ინფორმაციით, ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიბამ ახალი არალეგალური საქმეები აღმოაჩინა და ზეპ ბლატერთან ერთად მიშელ პლატინის მკაცრი სასჯელი ემუქრებათ.

ინგლისურ გამოცემას ფიფას ეთიკის კომიტეტთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ მაქინაციური ფაქტები ოფიციალურად დადასტურდება, ფიფას პრეზიდენტი ფეხბურთს სამუდამოდ, ხოლო უეფას ხელმძღვანელი რამდენიმე წლით ჩამოშორდება.

2011 წელს ბლატერმა პლატინის 1.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა. აღნიშნული ფაქტზე შვეიცარიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ფიფას ეთიკის კომიტეტმა მიშელს და ზეპს უფლება-მოვალეობა 90 დღით შეუჩერა. აღნიშნული ტრანზაქცია ჩინოვნიკებმა უკვე აღიარეს, თუმცა თავს დამნაშავეებად არ სცნობენ.

0.114996