ფეხბურთი

20:50 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ფეგულის გადაბირებას შეეცდება

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, “რომა” მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ალჟირის ეროვნული ნაკრების და “ვალენსიას” შემტევი სოფიან ფეგული დაიმატოს. აფრიკელ მოთამაშეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისში უმთავრდება.

“ღამურების” ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სიახლე არ არსებობს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელს შეეძლება კლუბებთან მოლაპარაკება აწარმოოს და გუნდი ნაადრევად დატოვოს.

“რომა” მზადაა ფეხბურთელს წელიწადში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფეგულის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ალჟირელმა შემტევმა 10 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113949