ფეხბურთი

16:45 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს აზრით, ფიფას რეიტინგი აბსურდია

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აზერბაიჯანთან (3:1) გამარჯვების შემდეგ ფიფას სანაკრებო რეიტინგის მიმართ აღშფოთება ვერ დამალა და მას აბსურდული უწოდა.

“ხორვატია ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილზეა, მაგრამ ფიფას რეიტინგში მასზე ქვემოთ ვართ. ამავე რეიტინგს არგენტინა ლიდერობს, რომელსაც კარგა ხანია არაფერი მოუგია, ეს უბრალოდ აბსურდია. ჩვენ ერთადერთი თამაში ზაფხულში პორტუგალიასთან წავაგეთ, როცა ყველა შვებულებაში იყო, თუმცა ამ თამაშის შედეგის გამო, როგორც ჩანს ახლაც ვისჯებით.

ევროპის ჩემპიონატი? – არ მიმაჩნია, რომ ფავორიტები ვართ. ძნელი სათქმელია, პირველ ოთხეულში მოვხვდებით, საუკეთესო ექვს თუ რვა გუდში”, - აღნიშნა კონტემ.

იტალიამ ბაქოში მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე თამაში საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

0.116207