თურქეთის საკალათბურთო ლიგის პირველ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “გაზიანთეფს” ესტუმრა და საკმაოდ მწირქულიან მატჩში 59:53 იმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 10:54 წუთი გამოჩნდა და 2 მოხსნა, 1 პასი და ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა თითო ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში საუკეთესონი ემირ პრელჯიჩი (11 ქულა) და ჯეიმონ ლუკასი (10) იყვნენ.
ისიც ვთქვათ, რომ პირველი ტურის მატჩს 13 ოქტომბერს ჩაატარებს ვიქტორ სანიკიძის “ტედ კოლეჯლილერ ანკარა”, რომელიც სტუმრად ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ “ფენერბაჰჩეს” გაეჯიბრება.