ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ფიუჩერსის სერიის მორიგი ტურნირი მოიგო. ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში გამართულ 15-ათასიან შეჯიბრზე მეტრეველმა ხუთ მატჩში ისე იმარჯვა, სეტიც კი არ დაუთმია.
მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი გაადმწყვეტ მატჩში მე-3 რეიტინგის მქონე რუს ივან გახოვს გადაეყარა და 6:1, 6:2 მოიგო.
საინტერესოა, რომ წყვილებში მეტრეველი და გახოვი სწორედ ერთად თამაშობდნენ და ფინალში რუსულ-ბულგარულ ტანდემს (კალოველონისი-ლაზოვი) 7:6 (7:4), 6:3 სძლიეს.
ისიც ვთქვათ, რომ ATP-ს ლაივ-რეიტინგში მეტრეველმა 146 ქულით 323-ე ადგილს უწია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.