სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე საიუბილეო მე-100 მატჩში გამოჩნდა. 32 წლის მოთამაშე ყაზახეთთან მოგებული (2:1) ევროშესარჩევი ეტაპის მეცხრე ტურის შეხვედრაში 87-ე წუთიდან ჩაერთო.
ვან პერსი “ნარინჯისფერების” რიგებში 2005 წლიდან თამაშობს და გულშემატკივრები 49-ჯერ გაახარა. ჰოლანდიის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს ჩაუტარებიათ: ედვინ ვან დერ საარი (130), ვესლი სნეიდერი (118), ფრანკ დე ბური (112), ჯოვანი ვან ბრონხოშტი (106), დირკ კუიტი (104), ფილიპ კოკუ (101).