ფეხბურთი

22:04 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია დაბრუნდა, “დინამომ” “ლოკომოტივს” აჯობა

სანაკრებო პაუზით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადრებმა თბილისის “დინამომ” და “ლოკომოტივმა” ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც დინამოელებმა 3:1 მოიგეს.

გამარჯვებულთაგან დუბლით ბაჩანა არაბული გამოირჩა, ხოლო ერთი გოლი გიორგი გურულმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ვასილ მაისურაძის შეგირდთაგან კი ანგარიში მამია გავაშელიშვილმა თამაშის ბოლოს დაასველა.

აღსანიშნავია, რომ “დინამოს” რიგებში გუნდის კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ ითამაშა, რომელმაც მოედანზე ბოლო 20 წუთი გაატარა. შეგახსენებთ, ნიკა მწვანე მინდორზე ბოლოს 7 თვის წინ გავიდა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.

0.12828