ფეხბურთი

14:21 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბახჩეს” პრეზიდენტს ბრალდება მოუხსნეს

საფეხბურთო კლუბ “ფენერბახჩეს” პრეზიდენტს აზიზ ილდირიმს და მასთან ერთად მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილ 35 პირს თურქეთის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

2012 წლის ივლისში ილდირიმს სპორტული ღონისძიებების შედეგებზე გავლენის მოხდენის ბრალდებით ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თურქული კლუბის თავკაცმა, რომელიც ბრალდებას უარყოფდა, გისოსებს მიღმა ერთი წელი გაატარა, რის შემდეგაც საქმის განმეორებით განხილვამდე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 9 ოქტომბერს კი ილდირიმი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112165