ფეხბურთი

10:27 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “ფურია როხა” ჩემი სახლია”

კონტინენტის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ლოგრონიოში ლუქსემბურგს 4:0 მოუგო და ევროპის მომავალ პირველობაზე გამოსვლის უფლება ოფიციალურად დაიბევა. შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა მხარს “ფურია როხას”, ერთადერთი გამონაკლისი ბარსელონელი ჟერარ პიკე იყო, რომელსაც ესპანელი ქომაგები უსტვენდნენ.

ამის მიზეზი ცნობილია – პიკემ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში აუგად მოიხსენია კრიშტიანუ რონალდუ და რაც მთავარია, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას დაუფარავად დაუჭირა მხარი. “ესპანეთის ნაკრები ჩემი სახლია. ეროვნულ გუნდში დიდი ხანია ვთამაშობ და მისი წარმატებისთვის არაფერს ვიშურებ. პარტნიორებისგანაც მხარდაჭერას და პატივისცემას ვგრძნობ. ვიმედოვნებ, მალე სტვენას აპლოდისმენტები შეცვლის”, - განუცხადა Marca-ს კორესპონდენტს პიკემ ლუქსემბურგის ძლევის შემდეგ.

კონტინენტის პირველობების სამგზის გამარჯვებულმა (1964, 2008, 2012) ესპანეთმა მეათედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლა (იგულისხმება 1960-72 წლების ნახევარფინალურ-ფინალური სტადიაც), რეკორდი კი გერმანიას ეკუთვნის. “ბუნდესმანშაფტმა” კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე 11-ჯერ იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111839