ფეხბურთი

10:02 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

Qatar Airways-ის სასპონსორო რეკორდი

კატალონიის “ბარსელონა” უახლოეს ხანში Qatar Airways-თან სასპონსორო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რისი წყალობითაც კამპ ნოუელები ამგვარი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სარეკორდო თანხას მიიღებენ.

ახალი შეთანხმების თანახმად “ბარსელონას” საბანკო ანგარიშზე 2020 წლამდე 290 მილიონი ევრო დაჯდება. ამის თაობაზე ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Marca ავრცელებს. Qatar Airways კატალონიის გრანდს ყოველწლიურად 65 მილიონ ევროს გადაუხდის, ამასთან კონტაქტის გაფორმებისთანავე სახელშეკრულებო ბონუსსაც, 30 მილიონ ევროს გადაურიცხავს.

“ბლაუგრანასა” და Qatar Airways-ის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ბოლოს ეწურება. თავდაპირველად “ბარსელონა” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებდა და ახალი სპონსორის ძიებაში იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც არაბებმა საარაკო პირობები შესთავაზეს, კატალონელები Qatar Airways-ის წინადადებას დაჰყაბულდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110659