კალათბურთი

1:57 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის თვრამეტმა ქულამ “ლეიმა ბასკეტ კორუნა” მარცხისგან ვერ იხსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის მე-2 ლიგაში “ლეიმა ბასკეტ კორუნას” მაისურით მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

კორუნელები “მელილა ბალონკესტოს” ესტუმრნენ და 72:86 დამარცხდნენ, ბურჯანაძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:48 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ბექამ 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძის კლუბს ლებ-გოლდის სტარტზე ორივე მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 17 ოქტომბერს სტუმრად “ოურენსესთან” ჩაატარებს.

0.073601