calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იასპარეზებს “სკუადრა აძურა” ევრო-2016-ზე.
იტალიელ სპეციალისტს FIGC-სთან კონტრაქტი მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება. კონტეს გადაბირებით “რომა”, “მილანი” და პსჟ არიან დაინტერესებულნი.