ფეხბურთი

18:55 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა "ცხინვალის" დუბლებს აჯობეს

საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. ვასილ მაისურაძის გუნდი ნოემბერში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

ამ შეკრების ფარგლებში, 19-წლამდელებმა პირველი ტესტ-მატჩი ითამაშეს „ცხინვალის“ დუბლშემადგენლობასთან და 2:0 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრაში, ვასილ მაისურაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

გოშაძე, კაპანაძე, კაკიაშვილი, ლოჩოშვილი, მამუჩიშვილი (კაპ), ახალაძე, ბიძინაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, კოხრეიძე, ზარია

შეცვლაზე შევიდნენ: ართმელიძე, ლილუაშვილი, კობოური, ბაშელეიშვილი, კომახიძე

გოლები: ახალაძე, გვარაძე

19-წლამდელებმა ორივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გაიტანეს. პირველ ჯერზე, კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ანგარიში ახალაძემ გახსნა. დაახლოებით, 5 წუთში კი, კომახიძემ მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა გვარაძე, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა.

კვირას, 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე 19-წლამდელები მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ. ამჯერად, მათი მეტოქე ბოლნისის „სიონი“ იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125176