ფეხბურთი

16:12 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე “შახტარს” შეკრებაზე გაჰყვა

გიორგი არაბიძე დონეცკის “შახტარს” თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. 17 წლის არაბიძე “შახტარის” მთავარ გუნდში ვარჯიშობს, თუმცა სანამ 18 წლისა არ გახდება, მანამდე ოფიციალურ მატჩებში ვერ ითამაშებს. მხოლოდ ამხანაგურებში შეუძლია. არაბიძე გაისად მარტში ხდება 18 წლის.

ახალგაზრდა ქართველი გარემარბი ამ ზაფხულს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა უკრაინულ კლუბში და ეტყობა, მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თორემ პირველ გუნდში არ ავარჯიშებდნენ.

დონეცკელები შეკრებაზე, რა თქმა უნდა, შესუსტებული შემადგენლობით წავიდნენ, რადგან ნაკრებში გამოძახბული ფეხბურთელები აკლიათ.

ვანო ხუციშვილი

0.120621