ფეხბურთი

12:53 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

8 ოქტომბერი – გრანდების “შავი დღე”

2015 წლის 8 ოქტომბერი საფეხბურთო ისტორიაში გრანდების “შავ დღედ” შევა. ერთი საასპარეზო დღის განმავლობაში ერთდროულად პირველად იწვნია მარცხი ჯამში მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონებმა გერმანიამ, ბრაზილიამ და არგენტინამ.

დღეს გამთენიისას სტარტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის შესარჩევმა ციკლმა აიღო და პირველსავე დღეს ფიასკო ტურნირის ფავორიტებმა განიცადეს.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არგენტინა საკუთარ მინდორზე ეკვადორთან 0:2 შერცხვა VIDEO. 81-ე წუთზე ბიკამპეონები სტუმართა მცველმა ფრიკსონ ერასომ გააწბილა, მალე ფორვარდმა ფელიპე კაისედომ ტაბლოზე ასპარეზობის საბოლოო შედეგი გამოსახა.

არგენტინელთათვის შეხვედრაორმაგად საწყენი შეიქნა. 19-ე წუთზე თეძოს ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა სერხიო აგუერო, რომელმაც მინდორი საკაცეზე შემომჯდარმა დატოვა.

ჩილეს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხის რევანში აიღო ბრაზილიასთან. სანტიაგოში ჩილელებმა კარლოს დუნგას სელესაოს 2:0 სძლიეს VIDEO. ანგარიში 72-ე წუთზე ნახევარმცველმა ედუარდო ვარგასმა გახსნა, ასპარეზობის მიწურულს კი თავი თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12747