ევროპის მომავალი ჩემპიონატის მასპინძელმა საფრანგეთმა ტესტ-მატჩი ჩაატარა სომხეთის ნაკრებმა. 77-ე და 79-ე წუთებზე სამფეროვანთა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ჰაიასტანელებს მიჯრით 2 გოლი გაუტანა, ანგარიში 4:0 გახადა, თუმცა, მალევე აკოჭლდა და შეცვლა მოითხოვა.
მატჩის შემდეგ 27 წლის ფორვარდის ჯანმრთელობის თაობაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა: “კარიმმა თეძოს არეში დისკომფორტი იგრძნო, ამიტომაც იძულებულნი გავხდით, სათადარიგოთა სკამზე დაგვესვა. ბენზემას ტრავმის ხარისხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექიმები გამოკვლევას ჩაუტარებენ. იმედია, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება”.