ფეხბურთი

10:19 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ენფილდზე” კლოპი მივიდა

გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი “ლივერპულის” რიგით მეოცე, ამასთან ყველაზე მაღალანაზრაურებადი მთავარი მწვრთნელი გახდა. “მაინცისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ექსდამრიგებელმა ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 20 მილიონ გირვანქას მიიღებს.

კლუბისა და 48 წლის კლოპის კონტრაქტში მუხლია შეტანილი, რომლის მიხედვითაც თუკი “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, შესაძლოა თანამშრომლობა გახანგრძლივდეს კიდეც.

შეგახსენებთ, “ევერტონთან” 1:1 დასრულებული საპრემიერლიგო მატჩის შემდეგ “ლივერპულმა” მთავარმწვრთნელობიდან ბრენდან როჯერსი დაითხოვა. 8 ტურის შემდეგ 12 ქულით ენფილდელებს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია უკავიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121474