ხორვატიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ტრავმის გამო ორი კვირა იუქმებს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხორვატიის ნაკრების მთავარმა ექიმმა ბორის ნემეჩმა განაცხადა, რომ მარიო სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას 14 დღეში შეძლებს.
ხორვატიის ეროვნული გუნდი 10 ოქტომბერს შინ ბულგარეთს მიიღებს, ხოლო სამ დღეში მალტას სტუმრად დაუპირისპირდება.
H ჯგუფში ანტე სასიჩის შეგირდები 14 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან, მეორედადგილოსან ნორვეგიას 2, ხოლო იტალიას 4 ქულით ჩამორჩებიან.