ფეხბურთი

9:08 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა “სიტიში”

მეტად საყურადღებო ცნობას ავრცელებს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo. მისი რედაქციის ერთ-ერთი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ კატალონელმა სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ წინასწარი თანხმობა მისცა “მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებს და მზადაა, მომავალი სეზონიდან საქმიანობა გერმანული ბუნდესლიგის ნაცვლად ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

მართალია, მხარეებს რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ გვარდიოლამ თავის მეგობარ, “სიტის” სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინთან საუბრისას დაუფარავად განაცხადა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა ალბიონურ კლუბში. ამასთან პეპს მიუნხენის “ბაიერნთან” მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგას ლიდერობს, თუმცა “ქალაქელთა” ხელმძღვანელები ჩილელი სპეციალისტის მანუელ პელეგრინის ნაცვლად გვარდიოლას მთავარ მწვრთნელობას უფრო პერსპექტიულ პროექტად თვლიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115318