“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ფორვარდი ანტონი მარსიალი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ენკენისთვეში მარსიალმა ოლდ ტრაფორდელთა რიგებში 3 საპრემიერლიგო მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა. ამასთან, ლუის ვან გაალის გუნდმა სექტემბერში ჩატარებული სამივე ასპარეზობა მოიგო.
ანტონი მარსიალი მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” გასულ ზაფხულს მივიდა და უმალ იქცა “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) ვერსიით ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბერში მეორე ადგილზე “ლესტერ სიტის” წევრი რიად მარეზა გავიდა, მესამე კი “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მოთამაშე დიმიტრი პაიეტია.