რაგბი

1:00 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია “სენდი პარკზე”

ხვალ, 7 ოქტომბერს, ექსეტერში, “სენდი პარკზე” მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე “ბორჯღალოსნები” ბოლო მატჩს ნამიბიასთან გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავა და მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მიიღებს.

საქართველოს ნამიბიის ეროვნულ ნაკრებთან აქამდე 4 მატჩი აქვს გამართული. სტატისტიკაში 1 წაგება და 3 მოგებაა. პირველად გუნდები ერთმანეთს 2007 წლის ერთა თასზე შეებნენ და მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა.

გუნდები სამ თვეში 2007 წლის მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში მოხვდნენ და აქ საქართველომ მატჩი ყველაზე დიდი სხვაობით 30:0 დაასრულა.

2010-2011 წლებში ერთა თასის მიმდინარეობისას გუნდები ისევ შეეყარნენ ერთმანეთს. ამჯერად, პირველ მატჩში ნამიბიამ იმარჯვა, შემდეგ წელს კი “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს მოგება ისევ არ დაუთმეს.

ტონგასა და არგენტინის წინააღმდეგ დასახელებული უცვლელი შემადგენლობა ნამიბიასთან ისევ დაბრუნდა, ამჯერად მხოლოდ ერთი ცვლილებით – აფციაური თოდუამ შეცვალა.

გუშინ “ბორჯღალოსნებმა” წინასამატჩო კაპიტნის ვარჯიში გამართეს და “სენდი პარკი” გამოსცადეს. მომავალი მატჩი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშნელობის მატარებელია, რომელიც დასახულ მიზანს აასრულებს, თუ მსოფლიო თასს გამარჯვებით დაასრულებს.

პრესკონფერენცია

მილტონ ჰეიგი:

„გასული 4 წლის მანძილზე ამ მსოფლიო თასისთვის ვემზადებოდით. მთელი ჩვენი კონცენტრაცია ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე იყო ორიენტირებული. ხვალინდელი დღე ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, გამარჯვების შემთხვევაში, ეს დღე ისტორიულ მემკვიდრეობას დაუტოვებს მომავალ თაობას.

ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დამატებით 4 წელს მოგვცემს მორიგი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, რაც უკეთესი თაობის გამოწვრთნაში დაგვეხმარება.

როდესაც ტურნირის საუკეთესო 12-ეულში ხვდები, მსოფლიოსთვის უფრო მეტად შესამჩნევი ხარ, რაც უფრო მეტ შესაძებლობას მოიტანს პირველი ეშელონის გუნდებთან უფრო ხშირად საასპარეზოდ“.

ლევან დათუნაშვილი:

„ხვალინდელი მატჩი ჩვენი 4 თვიანი მძიმე შრომის დასასრული იქნება. ნამიბიასთან იოლი მატჩი არ გველის – საკმაოდ რთული იქნება მათი გამკლავება. პირადად მე, ჩემს უკანასკნელ მსოფლიო თასს ვთამაშობ და მინდა, რომ საუკეთესოდ წარვდგე ბოლო მატჩში“.

www.rugby.ge

0.136772