ჩოგბურთი

19:23 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა და ნადალმა ჩინეთში იმარჯვეს

ჩინეთში მიმდინარე Chinaopen-ის პირველი ტური ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა დასძლიეს.

ტურნირის 1/16-ფინალში რაფაელ ნადალმა ჩინელი დი ვუ 6:4, 6:4 დაამარხა. ჯოკოვიჩმა იტალიელი სიმონე ბოლელი 6:1, 6:1 გაანადგურა.

1/8-ფინალში ნადალი კანადელ ვაცეკ პოსპიშილს, ნოლე ჩინელ ჩჟანს დაუპირისპირდება.

Chinaopen-ის საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117969