“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ყოფილ შეგირდზე და ამჟამად მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რაიან გიგზზე. შოტლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, გიგზს კარიერა რამდენიმე წლით ადრე რომ დაესრულებინა, მისი წასვლის შემდეგ გუნდს ის ჩაიბარებდა.
“რაიანი კარიერას უფრო ადრე თუ დაასრულებდა, მაგალითად 35 წლის ასაკში და არა 40-ს, ის მოასწრებდა ჩემს ასისტენტად ემუშავა, ჩემი გადადგომის შემდეგ კი დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სწორედ ის გახდებოდა. მაგრამ ფეხბურთელისთვის არასდროს მითხოვია კარიერის დასრულება და ამას ვერ გავაკეთებდი” – აღნიშნა ფერგიუსონმა.
რაიან გიგზი ფერგიუსონის ხელმძღვანელობით “იუნაიტედში” 1990 წლიდან, 23 წლის განმავლობაში თამაშობდა, ფეხბურთელის კარიერა კი გუნდიდან შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაასრულა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე გადაინაცვლა.