ფეხბურთი

21:46 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარასელია აშვეთიამ შეცვალა - უცხოელის მოლოდინში

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს” ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მთავარ გუნდში საკუთარი საკადრო პოლიტიკას გადახედოს. შედეგად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი დარასელია ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი აღარაა. მას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ბოლო მომენტამდე 15-წლამდელ ჭაბუკ ტორპედოელებს წვრთნიდა. გიორგი დარასელიამ ”ტორპედო” მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და მის სათავეში ზუსტად 9 თვე დაჰყო. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 21 საჩემპიონატო (8 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება 27:25) და 5 სათასო (3 მოგება, თითო ფრე და წაგება, ბურთები 8:3) მატჩი გამართა. კლუბის დირექტორატი, ”ტორპედოს” თავკაცის პოსტზე უფრო გამოცდილი სპეციალისტის დაყოლიებას ცდილობს. დიდი ალბათობით იგი უცხოელი იქნება.

www.fctorpedo.ge

0.112974